logo
ENG



პუტინის "მტრები"

02 მარ 202223:10
3 წუთის საკითხავი
 

პუტინს უჭირს არამხოლოდ უკრაინაში, პრობლემები დაეწყო თავად რუსეთში. ომის წინააღმდეგ ხალხი თანდათან პროტესტს ქვეყნის შიგნით აძლიერებს. საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლება მასობრივ ტერორზე გადავიდა.  რუსეთის პრეზიდენტმა ფაქტობრივად მთელი სამოქალაქო სექტორი აგენტებად გამოაცხადა. გამოქვეყნდა "ხალხის მტრების" სიები, რომელშიც აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ დააკავა ბავშვები პლაკატებით - არა ომს და მიაყოლა მათი მშობლებიც. 


close დახურვა